17, ოქტომბერი 2018 20:03:00
შუახევში საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი ვერ განახლდა. ეს იმიტომ, რომ სკოლამდელი აღზრდის დაწებულების რეაბილიტაციის დაწყება სასწავლო წლის განახლებას დაემთხვა. ამის გამო ბავშვების სხვა ბაღში ტრანსპორტირების პრობლემა შეიქმნა. ბაღების გაერთიანებაში საპირისპიროს ამტკიცებენ. მხარეთა პოზიციებს სიუჟეტიდან გაიგებთ
შუახევის მუნიციპალიტეტის დაბის საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესი არ განახლებულა, რადგან სარეაბილტაციო სამუშაოები აქ ახალი სასწავლო წლის განახლებიდან რამდენიმე დღეში დაიწყეს. იმის გამო, რომ დაწესებულებამ ფუნქციონირება დროებით შეწყვიტა ბავშვების ნაწილი ხიჭაურის ბაღში გადაიყვანეს. მშობლები გადაადგილების პრობლემაზე საუბრობენ და მუნიციპალიტეტის მერიას ტრანსპორტის დანიშვნას სთხოვენ.
შუახევის ბაღების გაერთიანების უფროსი, ნათელა გოგიტიძე ირწმუნება, რომ შენობის რეაბილიტაციას სააღმზრდელო პროცესისთვის ხელი არ შეუშლია.
შუახევის მერის მოადგილე ამბობს, რომ უწყებისთვის ტრანსპორტის დანიშვნის თაობაზე არავის მიუმართავს. ომარ ტაკიძე სასწავლო წლის დასაწყისში, სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას ასე განმარტავს:
დაბა შუახევის ბაღის შენობის რეაბილიტაციისთვის მერიამ ადგილობრივი ბიუჯეტიდან 270 000 ლარი გამოყო და ტენდერი 30 აგვისტოს გამოაცხადა. ტენდერში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა კომპანიამ - „ბილდ მენეჯმენტმა“ მიიღო. ხელშეკრულება ამ კომპანიასა და მერიას შორის, 225 000 ლარზე გაფორმდა. კონტრაქტის თანახმად, კომპანიამ ბაღის რეაბილიტაცია 25 დეკემბრამდე უნდა დაასრულოს.
შუახევის მუნიციპალიტეტში ამ დროისთვის სულ 10 საბავშვო ბაღი და 6 ალტერნატიული ჯგუფია, სადაც სკოლამდელ განათლებას 680 ბავშვი გადის.
სიუჟეტი მომზადებული ამერიკის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით.
თუ გჭირდება ჟურნალისტის დახმარება დარეკე ნომერზე 579 34 24 24