12, დეკემბერი 2017 20:04:00
ტანმოვარჯიშეთა დარბაზს გათბობა არ აქვს. პრობლემაზე დღეს აჭარის ტანვარჯიშის ფედერაციის პრეზიდენტმა განაცხადა. თქვა, რომ ელექტროღუმელებით თბებიან, რაც საკმარისი არ არის. სპორტესმენები კი არასაკმარისი ტემპერატურის გამო სათანადო მომზადებას ვერ გადიან, რაც შედეგებზეც აისახება. გურამ ოსანაძე ასევე აცხადებს, რომ კომპანია „ორბისგან“ მიიღო პირობა, გათბობის სისტემა უახლოეს ორ დღეში გაიმართება. იგივე ინფორმაცია აქვთ აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროშიც. აქ განმარტეს, რომ ცენტრალური გათბობა „ორბის“ ხელმძღვანელობამ დაამონტაჟა, თუმცა ტექნიკური ხარვეზი წარმოიშვა. მას შემდეგ, რაც ფიროსმანის ქუჩაზე, სპორტსკოლის რამდენიმე კორპუსი სამშენებლო კომპანია „ორბმა“ აითვისა, სპორტმენთა სათანადო პირობების შექმნაზე პასუხისმგებლობა თავად აიღო. ტანვარჯიშის ფედერაცია ბსუ-ს შენობაში განთავსდა.