12, დეკემბერი 2017 14:14:00
ახვლედიანის ქუჩაზე გაზის აფეთქების შედეგად მიყენებული ზარალის ოდენობა სავარაუდოდ, დღის ბოლოს გახდება ცნობილი. განცხადება „ბათუმის კორპუსის“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა გააკეთა. დავით კასრაძემ აღნიშნა, რომ როგორც ავარიული, ისე სახარჯთაღიცხვო მონაცემების მიღების შემდეგ სატენდეროდ უმოკლეს ვადებში მოემზადებიან. არსებული მონაცემებით, ერთ-ერთ საცხოვრებელს სრულად ესაჭიროება სახურავის გამოცვლა. ვიდრე აღდგენითი სამუშაოები დაიწყება და დასრულდება, დაზარალებულებს მერია ქირით გასვლას სთავაზობს. ოჯახების ნაწილი აცხადებს, რომ 500 ლარად საკმარისი ფართის პოვნა უჭირთ. დაზარალებულებს ამ დრომდე არ აქვს გატანილი სახლიდან საყოფაცხოვრებო ნივთები, ავეჯი და ტანსაცმელი.