07, დეკემბერი 2021 14:19:00
მიხეილ სააკაშვილის მიმართ დარღვეულია კანონი - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხმაურიანი გადაწყვეტილება. უწყების დადგენილების მიხედვით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის პერსონალური მონაცემების მოპოვება-გასაჯაროებით პატიმრის მიმართ კანონი დაირღვა. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა იუსტიციის სამინისტრო და სპეციალური პენიტენციური სამსახური ბრალდებულად ცნო და ფულადი სანქცია დააკისრა. სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილებით, მიხეილ სააკაშვილის ყველა ვიდეო მასალა უნდა წაიშალოს.