11, ნოემბერი 2021 14:25:00
აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა პირველადი ჯანდაცვის ცენტრებისა და ჰოსპიტალური სექტორის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. მხარეებმა ვაქცინაციის მიმდინარეობის პროცესი, ამ კუთხით არსებული სიახლეები და სამინისტროს მომდევნო წლების პრიორიტეტები განიხილეს. ცნობილი გახდა, რომ უწყება მომავალი წლიდან, ფსორიაზული ართრიტის მაღალეფექტური ბიოლოგიური მედიკამენტებით მკურნალობას დააფინანსებს. ნინო ნიჟარაძის ინფორმაციით, იზრდება ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის დაფინანსების მოცულებაც. სიახლეებია ონკოლოგიურ პროგრამაში.