09, ნოემბერი 2021 17:42:00
საქართველოში, 12-დან 15 წლამდე ბავშვები ფაიზერის ვაქცინით აცრას შეძლებენ. გადაწყვეტილება იმუნიზაციის საბჭომ დღეს მიიღო. თამარ გაბუნიას განცხადებით, ბავშვების ვაქცინაციის პროცესში, აუცილებელია მშობლის თანხმობა. აქამდე, როგორც ფაიზერით, ისე ჩინური წარმოების ვაქცინებით, აცრა 16 წლიდან იყო შესაძლებელი.