02, ოქტომბერი 2021 17:10:00
TV25-ის ჟურნალისტზე. „ქართული ოცნების“ კოორდინატორებმა, რომლებიც ბათუმის თითქმის ყველა საარჩევნო უბნებთან არიან მობილიზებულნი, თეო ფუტკარაძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. მათი გაზიღიანება, საეჭვო სიტუაციის შემჩნევის შემდეგ, ჩვენი რეპორტიორის მიერ დასმულმა კითხვებმა გამოიწვია, თუ რატომ ცდილობდნენ ისინი ამომრჩევლების ნებაზე ზეგავლენის მოხდენას. ჟურნალისტის სამუშაო პროცესის ხელშეშლა სამართალდამცველების თვალწინ მოხდა, თუმცა ძალოვანი უწყების წარმომადგენლებმა არაფერი გააკეთეს.