14, ივნისი 2021 18:10:00
„ქართული ოცნების“ დაშლის პროცესი აჭარაში გრძელდება. მმართველ გუნდს ამჯერად ბათუმის მერიის თანამშრომელი გაემიჯნა და გიორგი გახარიასთან გადავიდა. აკაკი გვიანიძე აცხადებს, რომ თანამდებობა იძულებით დატოვა. როგორც თავად ამბობს მითითება გადაწყვეტილების მიმღები პირისგან მიიღო, თუმცა მის ვინაობას არ აკონკრეტებს. მთავარი მოტივად რის გამოც პარტიას გაემიჯნა არასწორ პოლიტიკას ასახელებს. ბათუმის მერიის მუნიციპალური სერვისების სამსახურის ყოფილი უფროსი თვითმართველობაში სხვადასხვა პოზიციაზე შვიდი წლის განმავლობაში მუშაობდა.