07, აპრილი 2021 17:45:00
ბათუმის ბულვარში, 16 სართულიანი კომპლექსის მშენებლობა, სასამართლომაც არ შეაჩერა. ზღვისპირა პარკში „ამბასადორი ბათუმი“ უკვე მე-9 სართულს აშენებს. რაც იმას ნიშნავს, რომ უკვე, კანონით დასაშვებ პარამეტრებზე, 6 სართულით მეტია აშენებული. სოციალური სამართლიანობის ცენტრის ინფორმაციით, ბათუმის საქალაქო სასამართლომ, ამ გადაწყვეტილებით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაცვის მოსაზრება არ გაიზიარა. ორგანიზაციის შეფასებითვე, მართლმსაჯულებამ, საჯარო ინტერესი უგულებელყო და ხელისუფლების თვითნებური გადაწყვეტილებები არ შეაკავა.