31, დეკემბერი 2016 13:21:00
საკუთარი საცხოვრებელი, თბილი კერა, ცხოვრებისთვის ელემენტარული პირობები, ბედნიერი ბავშვობა. ოცნების ქალაქში მცხოვრებლებს, ახალი წლის ჯადოსნური ღამის სჯერათ.
დამდეგ ახალ წელს აქ განსაკუთრებით პარატები ელოდებიან. ეს ის სურვილია რომელიც პატარა მარი კოჩალიზემ განსხვავებულად გამოხატა.
აქ არსებული ფიცრულების გალამაზებას და საახალწლო განწყობის შექმნას პატარები სადღესასწაულო მოკაზმულობით შეეცადნენ. „ოცნების ქალაქში“ განსაკუთრებული, გრანდიოზული ნაძვის ხე არ არის, თუმცა თითოეულ ოჯახში სიმბოლურად დადგმულ მოკრძალებულ ნაძვის ხესთან, სურვილების კორიანტელია.
არიან ისეთები, ვისაც თოვლის ბაბუას არ სჯერავს, რადგან მოლოდინი ბევრჯერ გაუცრუვდათ. აქ სხვაგვარი ახალი წელია, ასე ფიქრობენ „ოცნების ქალაქში“ უფროსებიც. რომლებიც დროებით, ყოფითი პრობლემების დავიწყებას ცდილობენ.
„ოცნების ქალაქში“ საახალწლო სუფრაც განსხვავებულია. ცდილობენ მევკლეს ტკბილეულით მაინც გაუმასპინძლდნენ. უმეტესობა ახალი წლის ღამეს მხოლოდ სოციალური სასადილოდან მიღებული კერძით სეხვდება.