17, ივლისი 2019 20:32:00
რატომ გააიგივა „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ აჭარის საზოგადოერივი მაუწყებელი რუსთავი 2-ის ფილიალად? ბიძინა ივანიშვილი დღეს მედიასაშუალების რეპორტიორის მიერ დასმულმა კრიტიკულმა კითხვამ გააღიზიანა. ოლიგარქმა ჩთვალა რომ ჟურნალისტი უზრდებლობდა და მას დაწყნარებისკენ მოუწოდა. რა დამოკიდებულებები დაინახა ივანიშვილის რეპლიკებში ოპოზიციამ და მესამე სექტორმა?
„აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი“, „რუსთავი 2“-ის და „ნაციონალური მოძრაობის ფილიალია“ - ასე უპასუხა ოლიგარქმა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტს. ბიძინა ივანიშვილისთვის მედიასაშუალების რეპორტიორის კრიტიკული კითხვა შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებოიდან გადადგომის შესახებ უსიამოვნო აღმოჩნდა.
ბიძინა ივანიშვილის ამ რეპლიკას ნაციონალურ მოძრაობაში შეურაცყოფად აფასებენ. ოპოზიცია ოლიგარქისგან ბოდიშის მოხდა ითხოვს. გია აბულაძე თვლის, რომ ჟურნალისტს სრულფასოვანი მუშაობის საშუალება არ მიეცა, რითიც მისი უფლება დაირღვა.
მესამე სექტოში მიაჩნიათ, რომ რეპლიკა ივანიშვილის მედიისადმი დამოკიდებულებას აშკარას ხდის. მალხაზ ჭკადუას თვლის, რომ მსგვავსი მიდგომები მედიის საქმიანობაში ჩარევის რისკებს აჩენს. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართელოში აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი დირექტორის თანამდებობიდან გაშვების ფაქტიც გაიხსნეს. არასამთავრობო ორგანიზაციაში მიჩნიათ, რომ კაპანაის კანდიდატურა სწორედ ხელისუფლებისთვის არ იყო მისაღები.
თავისუფალ ჟურნალისტთა სახლში კი ივანიშვილის რეპლიკას საზოგადოებრივი მაუწყებლის დისკრედიტაციის მცდელობად მიიჩნევენ. ასლან ჭანიძე არ გამორიცხავს, რომ მსგავსი განცხადებები მმართელი გუდნის სხვა წევრებმაც გააკეთონ.
ბიძინა ივანიშვილის რეპლიკას აჭარის საზოგადოებრივი მაუწყევლის მენეჯმენტმა ოფიციალური განცხადებით უპასუხა.
ბიძინა ივანიშვილი დღეს ბათუმში გამართულ იმ შეხვედრას დაესწრო რომელზეც ,,ქართული ოცნების“ რეგიონულ ორგანიზაციის თავმჯოდმარედ თორნიკე რიჟვაძე აირჩიეს.