17, ივნისი 2019 17:26:00
ალტერნატიული ფართის მოთხოვნით გარემოვაჭრეები კვლავ წერეთლის ქუჩაზე შეიკრიბნენ. ისიმი ბათუმის მერს საკითხით დაინტერესებისკენ და ალტერნატიული ფართის გამოყოფისკენ მოუწოდებენ. გარემოვაჭრეები 23-ე სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ფართში ვაჭრობის ნებართვას მოითხოვენ, რომელიც მათი ინფორმაციით განათლების სამინსიტროს ბაზაზეა. იმ შემთხვევაში თუკი მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება,ისინი საპროტესტო აქვციებს აანონსებენ. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.