21, მაისი 2019 20:59:00
ქუჩა, რომელზეც ურნას ვერ ნახავთ. სანაგვე კონტეინერის გარეშე ბათუმს შემოერთებული ტერიტორიაა დარჩენილი, კონკრეტულად კი გრიგოლ გურიელის ქუჩა. ადგილობრივებმა ამ შემთხვევაშიც საკუთარი ძალებით გადაწყვიტეს პრობლემასთან ბრძოლა. სანაგვეები მათ საკუთარ ეზოებში დაიდგეს.
ეს ბათუმის ახალშემოერთებული ტერიტორიაა. გრიგოლ გურიელის ქუჩაზე, სადაც 50-მდე ოჯახი ცხოვრობს ნაგვის ურნები არ არის განლაგებული. ადგილობრივებს , საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა ცენტრალურ გზაზე უწევთ. იმის გამო რომ ტერიტორია არ დანაგვინდეს, მოსახლეობის ნაწილმა ურნები თავიანთ ეზოებში მათი ინიციატივით განათავსეს, თუმცა ყოველდღიურად მისი გაცლა დიდ ძალისხმევას მოითხოვს. გრიგოლ გურიელის ქუჩაზე მცხოვრებლები პრობლემის მოგვარებას სთხოვს.
ადგილობრივების ნაწილს ურნების არარსებობის გარდა, პრობლემას მღრღნელებისა და მწერების სიმრავლეც უქმნით. ისინი ზაფხულის სეზონზე, ტერიტორიის შესაბამისი ხსნარებით შეწამვლას ითხოვენ.
ბათუმის მერიის სანდასუფთავების სამსახურში ამბობენ რომ, ნაგვის კონტეინერის მოთხოვნის შესახებ დასახლებიდან განცხადება არ შესულა. ირწმუნებიან, რომ აღნიშნული დოკუმენტის არსებობის შემთხვევაში, მოსახლეობის მოთხოვნა გათვალსიწინებული იქნება.
რაც შეეხება მღრღნელებისა და მწერებისაგან ტერიტორიის შეწამვლას, მერიის სამსახურში ამბობენ, რომ მოსახლეობის მიმართვიანობის შემთხვევაში სამუშაოები, აღნიშნულ ქუჩაზეც ჩატარდება.