12, მარტი 2019 20:58:00
გახდა თუ არა ივანიშვილის ჰობი ქობულეთში, პოლიციელის გარდაცვალების მიზეზი? მკვლელობა რამდენიმე თვის წინ მონდა, აქციები კი დღესაც არ წყდება. სამართალდამცველის ოჯახის წევრებს პრეტენზიცები პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარესთან აქვთ. მათ დღეს ქუჩაში მოუიწიათ იმის მტკიცება, რომ სამმართველოს უფროსი არასამუშაო საათებში გარეთ ბიძინა ივანიშვილის ხის ტრანსპორტირების გამო გაიყვანეს.
ქუჩაში გარდაცვლილი პოლიციელის ოჯახის წევრები მოსამართლის ამ გადაწყვეტილებამ გაიყვანა. გიორგი გრატიაშვილის განაჩენმა მუხაესტატეს პოლიციის ყოფილი უფროსის ახლობლების გაღიზიანება გამოიწვია. პროტესტი ჭავჭავაძის ქუჩის გადაკეტვით გამოხატეს.
აქციის მონაწილეები ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბრალეულობაზე საუბრობდნენ. რომ არა ბიძინა ივანიშვილის გატაცება და დენდროლოგიურ პარკში ხის ტრანსპორტირების ფაქტი, მათი თქმით, პოლიციელი ახლა ცოცხალი იქნებოდა. კითხვების დასმა მათ ბიძინა ივანიშვილისა და გიორგი გახარიასთვის უნდოდათ
გარდაცვლილი პოლიციელის ოჯახის წევრებმა მოგვიანებით ბაქოს ქუჩაც გადაკეტეს. გადაინაცვლეს ჩაქვი- ბათუმის დამაკავშირებელ გვირაბთანაც, სადაც რამდენიმე წუთით სატრანსპორტო მიმოსვლა შეზღუდეს.
პროკურატურა პოლიციელის მკვლელობითვის 20 წლიან პატიმრობის გასაჩივრებას გეგმავს. ფრიდონ ქარცივაძე აცხადებს, რომ ბრალდებულისთვის უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითხოვდნენ.
ხმაურიან პროტესტს და გამოსვლებს ადრესატები არ გამოხმაურებიან. კომენტარი არც შინაგან საქმეთა სამინისტროში გაკეთდა. პასუხი გარდაცვლილი პოლიციელის ოჯახის წევრებს არც ბიძინა ივანიშვილმა გასცა. შეგახსენებთ, მუხაესტატეს პოლიციის უფროსი გასული წის ივნისში მოკლეს. ფაქტი გვიან ღამით მაშინ მოხდა, როცა ივანიშვილის დენდროლოგიური პარკისთვის მორიგი ხე გადაჰქონდათ. ბუტა ანთაძე ქობულეთის საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.