29, იანვარი 2019 20:33:00
წერეთლის და მიმდებარე ქუჩები გარევაჭრობისგან თავისუფალია. რა პრობლემებისგან გათავისუფლდნენ ადგილობრივები უსახური კონსტრუქციების აღებით და როგორ გამოიყურება დღეს ტერიტორია?
ტერიტორიაზე, სადაც რამდენიმე დღის წინ, დახლები იდგა, დღეს ნაძვის ხეებია დარგული, ტროტუარებზე კი, სადაც აქამდე უსახური კონსტრუქციები იყო ნათავსებული, მოქალაქეები თავისუფლად გადაადგილდებიან. აქ მცხოვრებლები იმ პრობლემაზე საუბრობენ, რასაც მათ წლების განმვალობაში გარევაჭრობა უქმნიდათ.
ასე გამოიყურება ბერიძის ქუჩა გარევაჭრობის აკრძლავის შემდეგ. აქ კი ღია ცის ქვეშ, საავტომობილო გზაზე, თვითდასაქმებულებს თევზის დახლები ჰქოდნათ განთავსებული. პარკირების ადგილას, დღეს ავტომობილებია გაჩერებული. აქვე მდებარე საბავშო ბაღის შენობის შესასვლელი კი ასე გამოიყურება.
გარემოვაჭრეების ბედი აღელვებთ მოქალაქეებსაც, თუმცა მერიის გადაწყვეტილებას დადებითად აფასებენ. ამბობენ, რომ საკვები პროდუქტი არაჰიგიენურ პირობებში იყიდებოდა და მდგომარება, ქალაქის იერსახეს ამახინჯებდა.
მიუხედავად იმისა, რომ მერიამ წერეთლის ქუჩაზე გარემოვაჭრეებისთვის განკუთვნილი დახლები აიღო, აქ მდებარე ზოგიერთი მაღაზიის მეპატრონეებს პროდუქცია კვლავ ტროტუარზე აქვს განთავსებული. ტერიტორიაზე ამ დრომდე აგრძელებენ მუშაობას მეყვავილეებიც.
გარევაჭრობის პრობლემა ამ დრომდე მოუგვარებელია ჭავჭავაძისა და ლერმონტოვის ქუჩების კვეთაში. თვითდასაქმებულებისთვის მერიის მიერ შეთავაზებული ადგილი მიუღებელია, იქ მცხოვრებელები კი, საკითხის დროულად გადაჭრას ითხოვენ.
გარევაჭრობისთვის ფიზიკური პირი 500, იურიდიული კი 2 000 ლარით დაჯარიმდება.