04, ნოემბერი 2021 14:30:00
„TV25”-ის ჟურნალისტზე ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, კიდევ ერთი მუხლი დაამატა. საქმე, დამატებითი მიმართულებით, პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის ნაწილითაც აღიძრა. ჩვენი რეპორტიორი, თეო ფუტკარაძე, ამბობს, რომ მისთვის პრიორიტეტი, სწორედ, აღნიშნული მუხლი იყო. იგი, საგამოძიებო უწყებაში, დაკითხვაზე, რამდენჯერმე იმყოფებოდა. ძიება, აქამდე, სისხლის სამართლის კოდექსის, 124-ე და 151-ე ძალადობისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის მუხლებთ მიმდინარეობდა, ახლა კი, 154-ე მუხლიც დაემატა. დანაშული 1-დან სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ჩვენი რეპორტიორის ინტერესებს ორგანიზიაცია „კოალიცია მედია ადვოკატირებისთვის“ და "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" იცავენ.