პირბადე მნიშვნელოვან როლს ასრულებს კორონავირუსის გავრცელების შემცირებაში, თუმცა მისმა მუდმივად გამოყენებამ შესაძლოა სახის კანის პრობლემები გამოიწვიოს. მაგ: გამონაყარი, კანის აქერცვლა და ქავილი.
სპეციალისტების თქმით, პირბადის ხშირმა ტარებამ შესაძლოა გამოიწვიოს კონტაქტური ალერგია. იგი მიეკუთვნება ნელა მიმდინარე ალერგიის ტიპს, რომელი 10 -14 დღეში ვლინდება. ამ დროს კანზე შეიმჩნევა სიწითლე, წარმოიქმნება წყლით სავსე ბუშტუკები, კანის ზედაპირულ შრეზე ვითარდება ანთებითი პროცესი, ხასიათდება ქავილით, რაც იწვევს საშიშროებას კანში შეაღწიოს სხვადასხვა ბაქტერიამ და სოკომ. თუ ადამიანი ვერ ახერხებს მოიშოროს სამედიცინო ნიღაბი დიდი დროის განმავლობაში, ამ დროს შეიძლება განვითარდეს მტკივნეული ფორმა ქრონიკული კონტაქტური ალერგია.’’
როგორ მოვუაროთ სახის კანს პირბადის მუდმივად ტარების შემთხვევაში? პრობლემების პრევენციის მიზნით, კოსმეტოლოგები გირჩევთ:
1. კანის დატენიანება. ყოველდღიურად გაიწმინდეთ და დაიტენიანეთ თქვენი სახის კანი ისეთი საშუალებებით, რომელიც არ შეიცავს არომატიზატორებს და კონსერვანტებს. კარგია ნატურალური პროდუქტები, რომელთა მჟავატუტოვანი ბალანსი PH არის 5-დან 6,5-მდე.
2. თქვენს დღის მოვლის რუტინაში დაამატეთ თერმული წყალი, რათა მოხდეს კანის გაგრილება. გამოყენება შესაძლებელია დღეში 3-4-ჯერ. ასევე, წაისვით მზისგან დამცავი მაშინაც კი, თუ ცუდი ამინდია.
3. ყველა ადამიანმა დღის განმავლობაში სახე, მინიმუმ, ორჯერ უნდა დაიბანოს. დასაბანი საშუალება უნდა იყოს მსუბუქი და გამშრალების შემდეგ სახე აუცილებლად დავიტენიანოთ.
4. პირბადის ქვეშ მაკიაჟს თუ საერთოდ არ გამოიყენებთ უფრო სასარგებლო იქნება თქვენი კანისთვის, ნაკლებად გაღიზიანდება და დიდი რაოდენობით ოფლიანობასაც არ გამოიწვევს. თუ მაინც უნდა ატაროთ მაკიაჟი, აუცილებლად უმნიშვნელო და მხოლოდ არაკომედოგენური პროდუქცია.
5. გამოიყენეთ ერთჯერადი პირბადე. გამოცვალეთ დღეში რამდენჯერმე. ნაჭრის პირბადის გამოყენება მუდმივ რეცხვას საჭიროებს. თუ ნაჭრის პირბადეს გამოიყენებთ, მაშინ ეცადეთ ის იყოს ბუნებრივი ქსოვილის, იდეალურია ბამბის, აბრეშუმის ნიღბები. არ გამოიყენოთ სინთეტიკური ნაჭრის პირბადე, რათა უფრო არ გააღიზიანოს კანი.