10, ივნისი 2021 17:24:00
აჭარაში, კორონავირუსით ინფიცირების 39 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 82 პაციენტი. კლინიკა დატოვა -25-მა ადამიანმა. კრიტიკულად მძიმეა 11 ინფიცირებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა. აჭარის ჯანდაცვის სამინიტროს ინფორმაციით, კოვიდ კლინიკაში 261, კოვიდ სასტუმროში კი, 209 პირი იმყოფება. ამ დროისთვის, რეგიონში, ჯამში, 18 ათას 675 მოქალაქეა აცრილი.