10, ივნისი 2021 17:19:00
აჭარაში ტურისტული სეზონი 15 ივნისს გაიხსნება. ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, ღონისძიებები სხვადასხვა ტერიტორიაზე დილის 12 საათიდან დაიწყება და 22 საათამდე გაგრძელდება. სეზონის გახსნის დღეს, ზღვაში სიმბოლური ლენტის გაჭრაა დაგეგმილი. დეპარტამენტში განმარტეს, რომ პანდემიის პარალელურად კვების, განთავსებისა და სხვა სერვსიების მიმწოდებლების მიერ სპეციალური რეგულაციებია დადგენილი, რაც ვიზიტორების უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია. სეზონის გახსნასთან დაკავშირებით კი, 15, ივნისს აჭარაში მოქმედი მუზეუმები, ბოტანიკური ბაღი და პეტრას ციხე დამთვალიერებლებს უფასოდ გაუმასპინძლდება.