"TV 25"-ის ეთერში გასული სიუჟეტის შემდეგ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორი გაათავისუფლეს. ინგა გოგიბერიძეს თანამდებობა დღეს დაატოვებინეს. ბათუმის მერიაში არ განმარტეს რის გამო გაუშვეს გოგიბერიძე, თუმცა აღნიშნეს, რომ იგი სხვა თანამდებობაზე გადაინაცვლებს.
ინგა გოგიბერიძეს თანამშრომლები ნეპოტიზმსა და კორუფციაში ადანაშაულებენ. საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორის საქმიანობის შესახებ "TV 25"-მა რეპორტაჟი გუშინ მოამზადა.
საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორად განათლების მინისტრის ყოფილი მოადგილე თეონა ბერიძე დანიშნეს.