14, იანვარი 2020 00:09:00
თბილისში, გაგარინის 18 ნომერში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა ერთი კი გარდაიცვალა. ავტომობილს ძლიერი სიჩქარით ტაქსის მანქანა დაეჯახა, რომელშიც სამი მგზავრი იჯდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა. ამავე უწყების ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება 276 მუხლის მეშვიდე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ავტომობილის ნასვამ მდგომარეობაში მართვას გულისხმობს, საქმეზე ერთი პირია დაკავებული.
წყარო: ფორმულა