15, დეკემბერი 2019 16:15:00
წალენჯიხის ფერიცვალების ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ გზაზე 42 წლის ქალს ფეხი დაუცურდა და ხევში გადავარდა. ამის შესახებ შეტყობინება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში შევიდა.
ადგილზე მისულმა მაშველებმა შეძლეს დაშავებული ქალის ხევიდან ამოყვან. თვითმხილველების ინფორმაციით, წალენჯიხის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. მედიკოსების თქმით, დაშავებული ქალი კონტაქტურია და უტარდება დამატებითი კვლევები.
წყარო: პრაიმტაიმი