17, ოქტომბერი 2019 21:10:00
ცენტრალური საავატომობილო მაგისტრალის გორის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. ,,დიანიუსის" ინფორმაციით, ერთმანეთს მერსედესის და ოპელის მარკის ავტომობილები შეეჯახა. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. ამ წუთებში ადგილზე სასწრაფო და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები მუშაობენ. როგორც ,,დიანიუსს" შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.
ფოტო: არქივიდან