12, იანვარი 2017 05:06:00
მიმდინარე წელს, აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო და მისი სიპები ჯამში, საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და დასაქმების ხელშეწყობის 25 პროგრამას განახორციელებენ. წელს პირველად, სამინისტრო მოზრდილთა სამედიცინო რეაბილიტაციის ქვეპროგრამას იწყებს, რაც ნებისმიერი ორგანული სისტემის დაავადებით ან დაზიანებით განპირობებული უუნარობის მკურნალობის თანადაფინანსებას გულისხმობს. ქვეპროგრამით სარგებლობა შეეძლება სოციალურად დაუცველ ოჯახებს, რომლებსაც მინიჭებული აქვთ 200 000 სარეიტინგო ქულა. ასევე პროგრამაში ჩაერთვებიან შშმ პირები, ომის ვეტერანები და ტერიტორიული მთლიანობისათვის ომში მონაწილეები. დაფინანსების წლიური ლიმიტი 5000 ლარს შეადგენს. კიდევ რა სიახლეები იგეგმება ჯანდაცვის პროგრამების მიმართულებით - მომდევნო გამოშვებიდან შეიტყობთ.