21, სექტემბერი 2018 20:13:00
რესპუბლიკური საავადმყოფოს მშენებლობისა და ინვენტარიზაციის საკითხი კვლავ ოპოზიციის კრიტიკის მიზეზი ხდება. გიორგი დიასამიძე საკითხით დაინტერესებისკენ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს მიმართავს. ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით პროცესი დროში ჭიანურდება. იგი დასაქმებულების სამომავლო ბედზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ამ დრომდე გაურკვეველია როგორ გადაწყდება მათი საკითხი. კიდევ ერთი თემა რაზეც დიასამიძემ ისაუბრა ეს კერძო კლინიკებში დასაქმებულთა ხელფასებია. ნაციონალური მოძრაობის წევრის თქმით, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ოპერაციებიდან თანხების ჩარიცხვა კერძო სამედიცინო დაწესებულებებში ხშირად დროში იწელება, რის გამოც დასაქმებულებს შრომითი ანაზღაურების მიღების პრობლემები ექმნებათ.