23, თებერვალი 2017 17:21:00
შინაგან საქმეტა სამინისტროს ინფორმაციით, 2017 წლის 21-22 თებერვალს, ქვეყნის მასშტაბით, სპეციალური საპოლიციო კონტროლის შედეგად სისხლის სამართლის 80 და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა 1 182 ფაქტი გამოვლინდა. მათ შორის: ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების 21, ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების 15, ქურდობის 11, ჯანმრთელობის დაზიანების 2, სხვისი ნივთის დაზიანების 1, ძალადობის 5, ცივი იარაღის ტარების 2 ფაქტი. პოლიციამ 2 ძებნილი პირი დააკავა. უწყების ცნობით, საპოლიციო კონტროლის მიმდინარეობისას, პოლიციამ უკანონო ბრუნვიდან ამოიღო სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, მათ შორის: 1 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 7 პისტოლეტი, 1 შაშხანა, 2 გადაჭრილი სანადირო თოფი, 5 სანადირო თოფი, 72 კაფსულ-დეტონატორი და სხვადასხვა კალიბრის 169 საბრძოლო ვაზნა. შსს-ს მიერ ასევე, ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის: 3 შეკვრა ჰეროინი, 125 აბი DA „სუბოქსინი“. ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაულისთვის სამართალდამცველებმა - 19, ხოლო ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის – 38 პირი დააკავეს.