25, მაისი 2018 14:07:00
ბათუმის მერიის მუნიციპალური სერვისების სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. თანამდებობაზე დავით ჩხარტიშვილი დაინიშნა. იგი მანამდე საზოგადოებრივი მოძრაობა "ბათუმური პლატფორმის" ერთ-ერთი დამფუძნებელი იყო. სწორედ ჩხარტიშვილი ამავე ორგანიზაციის სახელით თვითმართველობის სხვადასხვა რგოლის საქმიანობას იწუნებდა. განმარტავს, რომ მისთვის რეკომენდაცია არავის გაუწევია და იგი მერიაში საკუთარი განცხადების საფუძველზე აიყვანეს. ბათუმის მერის თქმით, პოზიცია საკონკურსო არ იყო და დავით ჩხარტიშვილი პროფესიონალიზმის ნიშნით შეარჩია.