16, თებერვალი 2017  08:23:00
                    
                    
                    
                      
2017 წლის 14-15 თებერვალს,  ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული სპეციალური საპოლიციო კონტროლის შედეგად შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სისხლის სამართლის 78 და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა 1041 ფაქტი გამოვლინდა. მათ შორის სხვისი ნივთის დაზიანების 1 , ძალადობის 1 , ოჯახში ძალადობის 1 , ქურდობის 8, ხულიგნობის 1, ყალბი ფულის დამზადება-გასაღების  1,  წვრილმანი ხულიგნობის 2 და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის 19 ფაქტი. შსს-ს ცნობით უკანონო ბრუნვიდან ამოღებული იქნა სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, მათ შორის 5 ავტომატი, 13 პისტოლეტი, 2 შაშხანა, 8 გადაჭრილი სანადირო თოფი, 3 სანადირო თოფი, 2 ხელყუმბარა, 2 ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარა და სხვადასხვა კალიბრის 560 საბრძოლო ვაზნა. ასევე, ამოღებულია სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული საშუალებები. სამართალდამცველებმა  3 ძებნილი პირიც დააკავეს.  ასევე, კონტროლის დროს, ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაულისთვის - 17, ხოლო ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის – 36 პირია დაპატიმრებული. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.