10, თებერვალი 2017 11:34:00
შუახევში, ორი დღის წინ ჩამოწოლილი მეწყერის გამო შესაძლოა სოფლის მცხოვრებლები ცენტრალური გზის გარეშე დარჩნენ. სანამ მეწყრული პროცესიები გააქტიურდებოდა, სოფლის მოსახლეობა ბოლო სამი წლის განმავლობაში სისტემატურად მართავდა აქციებს, ისინი აცხადებდნენ, რომ „შუახევჰესის“ მშენებლობის გამო დაიბზარა სახლები, დაშრა წყლები და დაზიანდა სავარგულები. მოსახლეობა კომპენსაციას და გასახლებას ითხოვს. კვლავ აქტუალურია საკითხი - უკავშირდება თუ არა ჩამოწოლილი მეწყერი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას?