10, თებერვალი 2017 08:18:00
ხულოს იუსუფ ზოიძის სახელობის თეატრს 80 წელი უსრულდება. განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ და ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის საინიციატივო ჯგუფმა საიუბილეო თარიღის განსაზღვრასა და დასაგეგმ ღონისძიებებზე დღეს იმსჯელეს. თეატრის იუბილესთან დაკავშირებული კვირეული ივნისში გაიმართება და მასში მონაწილეობას, როგორც ადგილობრივი ასევე სხვადასხვა კუთხიდან მოწვეული თეატრალური დასები მიიღებენ. პროექტს ერთობლივად სამინისტრო და ადგილობრივი თვითმმართველობა დააფინანსებს. ხულოს დრამატული თეატრი 1937 წლიდან ფუნქციონირებს. მისი დაარსება ცნობილი ქართველი რეჟისორის სიკო დოლიძის სახელს უკავშირდება.