29, იანვარი 2017 11:17:00
ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი გამოძალვის, ძარცვის და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით, ბათუმში სამი პირი დააკავეს. მათგან ორი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეა. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა ერთ-ერთ კლუბში მყოფი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეებისგან, გაწეული მომსახურების სანაცვლოდ, შეუსაბამოდ დიდი თანხა მოითხოვეს. უარის მიღების შემდეგ კი მათ თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს და ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარით, 2 600 ლირა, 3 040 ლირა, 7 172 ლარი და 1 489 დოლარი გამოსძალეს. ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.