09, იანვარი 2017 05:14:00
აჭარის საპატრულო პოლიციას ახალი უფროსი ჰყავს. ამ თანამდებობაზე დავით მამულაშვილი კახაბერ ბუხრაძემ შეცვალა. ინფორმაციას შს სამინისტროში ადასტურებენ. უწყების ცნობით, კახაბერ ბუხრაძე აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსად დანიშვნამდე შიდა ქართლის საპატრულო პოლიციის უფროსი იყო. რაც შეეხება აჭარის საპატრულო პოლიციის ყოფილ უფროსს - დავით მამულაშვილს, ის არსებული ინფორმაციით, შიდა ქართლის საპატრულო პოლიციის უფროსად დაინიშნა. აჭარის პოლიციის სამართველოში სხვა ცვლილებები არ დასტურდება და თანამდებობის პირები პოზიციებს ინარჩუნებენ.