07, დეკემბერი 2021 14:43:00
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ხორცის 6 ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა.აგრარულ ბაზრებსა და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ხორცის სარეალიზაციო ობიექტებზე გაწეული კონტროლისას, თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტირების ჯგუფებმა, დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე დარღვევები გამოავლინეს.შემოწმებული 10 ობიექტიდან, კრიტიკული შეუსაბამობების გამო, 6 ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და დაილუქა. გაურკვევლი წარმომვლობის 40 კილოგრამი ხორცი, კი კანონმდებლობის შესაბამისად, სააგენტოს უფლებამოსილი პირის ზედამხედველობით განადგურდა.