07, დეკემბერი 2021 14:32:00
ნათია კაპნაძის, სასამართლო პროცესი ისევ გადაიდო. დარბაზში, მთავარი მოწმე, ნატა იმედაიშვილი არ გამოცხადდა. მას ის მტკიცებულებები უნდა წარედგინა, რომელიც კაპანაძის მოხსნას უძღოდა წინ. შეგახსენებთ, რომ ნათია კაპანაძისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურის დაწყების საკითხი, მაშინდელი ბორდის წევრებმა, ირაკლი დარცემლიძემ და გიგა ჩხარტიშვილმა მოითხოვეს. მათი თქმით, ყოფილი დირექტორი, გადაწყვეტილებებს ერთპიროვნულად იღებდა და თანხებს არამიზნობრივად ხარჯავდა. აჭარის ტელევიზიის დირექტორად კაპანაძე 2016 წლის ოქტომბერში აირჩიეს. მას თანამდებობა, ვადის ამოწურვამდე, 6 თვით ადრე დაატოვებინეს.