07, დეკემბერი 2021 11:08:00
ბოლო 24 საათში, აჭარაში, კორონავირუსის 194 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ ეტაპზე, რეგიონის კოვიდკლინიკებში 530 პაციენტი მკურნალობს, კოვიდსასტუმროში იმყოფება 278 ადამიანი.
დღეის მონაცემებით, 132 კოვიდ ინფიცირებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათგან 39 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.
ცნობისთვის, გასულ დღე-ღამეში, საქართველოში კოვიდის 4 509 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 59 პაციენტი.
შეგახსენებთ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კოვიდი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა.
საქართველოში ვაქცინაცია პანდემიიდან 1 წლის შემდეგ, 2021 წლის 15 მარტიდან "ასტრაზენეკათი" დაიწყო.