07, დეკემბერი 2021 10:06:00
გურჯაანის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. შემთხვევა სოფელ მუკუზანში, ცენტრალურ მაგისტრალზე გუშინ მოხდა.
თვითმხილველების ცნობით, 86 წლის ქალი გზის გადაკვეთას ცდილობდა, რა დროსაც მას ავტომანქანა დაეჯახა. ქვეითი ადგილზე გარდაიცვალა.
მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.