06, დეკემბერი 2021 14:24:00
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიური და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის ათმა სტუდენტმა აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში სტაჟირება გაიარა. ექვს თვიანი ანაზღაურებადი პრაქტიკა ,,საგანმანათლებლო და სამეცნიერო პრაქტიკის დანერგვის''- ქვეპროგრამის ფარგლებში დაიგეგმა. მიზანი სოფლის მეურნეობის დარგში კვალიფიციური კადრების მომზადებაა. სტაჟიორებმა შემაჯამებელი პრეზენტაციებიც წარადგინეს. მათ სერტიფიკატებიც გადაეცათ.