06, დეკემბერი 2021 13:53:00
გურჯაანის რაიონში უკვე მეხუთე დღეა 68 წლის ქალს ეძებენ. თინათინ შიშნიაშვილი სოფელ ჯიმითში მდებარე საცხოვრებელი სახლიდან 29 ნოემბერს გავიდა. იგი ბოლოს, ამავე სოფელში მდებარე წმინდა გიორგის ტაძართან დააფიქსირეს. მიმდებარედ იპოვეს მისი კუთვნილი ჩანთა.
დაკარგულის ოჯახი დახმარებას ითხოვს. თუ ვინმეს გაქვთ ინფორმაცია ხანდაზმული ქალის შესახებ დაუკავშირდით ოჯახს ტელეფონის ნომერზე: 558 677 444