06, დეკემბერი 2021 12:02:00
ჩაქვში, საზოგადოებრივი ცენტრის შენობა გატეხეს. ამ წუთებში, ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებულები.
TV25.GE-ის ინფორმაციით, დამნაშავემ სწრაფი ჩარიცხვის აპარატი დააზიანა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177 მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.