06, დეკემბერი 2021 11:32:00
Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 2 674-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 2 238 070 აცრა გაკეთდა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 867 071 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 809 830, გარდაიცვალა 12 407 პაციენტი.
შეგახსენებთ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კოვიდი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა.
საქართველოში ვაქცინაცია პანდემიიდან 1 წლის შემდეგ, 2021 წლის 15 მარტიდან "ასტრაზენეკათი" დაიწყო.