06, დეკემბერი 2021 10:48:00
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ნახშირის უკანონო გამოწვის 9 ფაქტი გამოავლინეს. ინფორმაციას უწყება ავრცელებს.
განცხადების თანახმად, 8 სამართალდარღვევა გამოვლენილია საგარეჯოს, 1 კი - ახმეტის მუნიციპალიტეტში. მოქალაქეები, ნახშირის გამოწვას დაურეგისტრირებელ სანახშირე ორმოებში ახდენდნენ.
სამართალდამრღვევების მიმართ შედგა ოქმები ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 77-ე მუხლის პირველი ნაწილით.