06, დეკემბერი 2021 10:27:00
ოჯახური კონფლიქტის დროს, ქმარმა ცოლი დაჭრა. ამის შემდეგ მან თვითდაზიანებები მიიყენა, რის შედეგადაც გარდაიცვალა. შემთხვევა მარტყოფში, გუშინ მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.