03, დეკემბერი 2021 21:50:00
ქალთა მიმართ ძალადობისა და დისკრიმინაციის საკითხებზე, ბათუმში, დისკუსია გაიმართა. შეხვედრა, ნარინჯისფერი კვირეულის ფარგლებში, ბათუმის ქალთა კლუბისა და ამერიკის საერთაშორისო სოლიდარობის საქართველოს წარმომადგნელობის ერთობლივი ინიციატივით მოხდა. ისინი „შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 190-ე კონვენციის რატიფიცერბას“ ითხოვენ, რომელიც მოიცავს ადამიანების უფლებას, იმუშაონ თავისუფალ გარემოში, ძალადობისა და შევიწროების გარეშე. აღნიშნული კვირეულის ფარგლებში, ქალთა კლუბი რამდენიმე აქტივობას განახორციელებს, მათ შორის დარიგდება საინფორმაციო ბარათები, რომელიც მოქალაქეებს მოთხოვნის შინაარს გააცნობს.