03, დეკემბერი 2021 15:38:00
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წლის ნოემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.6 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 12.5 პროცენტი შეადგინა.
გთავაზობთ ტოპ-10 საკვები პროდუქტის ჩამონათვალს, რომელიც ნოემბერში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ყველაზე მეტად გაძვირდა:
კომბოსტო - 96.7%
ბადრიჯანი - 74.7%
ქლიავი - 58.3%
ყურძენი - 41.4%
კვერცხი - 41.6%
მზესუმზირის ზეთი - 40.7%
ჭარხალი - 39.6%
შაქარი - 34.7%
სტაფილი - 34.2%
კარტოფილი - 33.7%
მიუხედავად იმისა, რომ გაძვირებულ პროდუქტებს შორის ვერ მოხვდა, მნიშვნელოვნად, 22%-ით არის გაზრდილი ფასი ხორბლის პურსა და ფქვილზე.