03, დეკემბერი 2021 15:12:00
ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მიხედვით, 2021 წლის 10 თვეში ქვეყნის მთავარ ხაზინაში საგადასახადო შემოსავლის სახით 9,146 მლრდ ლარი შევიდა. ეს მაჩვენებელი 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1,329 მლრდ ლარით, ანუ 17%-ით მეტია.
რაც შეეხება ბიუჯეტის შემოსავლებს კონკრეტული გადასახადების მიხედვით. მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში საშემოსავლო გადასახადის სახით ბიუჯეტმა დაახლოებით 2,829 მლრდ ლარი მიიღო, მოგების გადასახადიდან მიღებულმა შემოსავალმა დაახლოებით 858 მლნ ლარი შეადგინა.
ამ 10 თვეში ბიუჯეტმა დამატებითი ღირებულების გადასახადიდან (დღგ) ყველაზე მეტი 3,951 მლრდ ლარის შემოსავალი მიიღო, კერძოდ, საქართველოს ტერიტორიაზე რეალიზებული პროდუქციიდან და გაწეული მომსახურებიდან - 122.6 მლნ ლარი და იმპორტირებული პროდუქციიდან - 631.7 მლნ ლარი. უნდა აღინიშნოს, რომ ეს მოცულობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდს დაახლოებით 754 მლნ ლარით აღემატება. 2021 წელს სწორედ დღგ-დან გაზრდილი შემოსავლების ფონზე მოიმატა დიდწილად გადასახადების მთლიანმა მოცულობამ.
რაც შეეხება აქციზის გადასახადს, მიმდინარე წელს ბიუჯეტმა ჯამში 1,426 მლრდ ლარი მიიღო, იმპორტის გადასახადიდან 68 მლნ ლარი, ხოლო სხვა გადასახადებიდან მიღებულმა შემოსავალმა 13 მლნ ლარი შეადგინა.