03, დეკემბერი 2021 14:00:00
დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლებისა და სამსახურებრივი სიყალბის ფაქტზე, სისხლის სამართლებრივი დევნა სამი პირის მიმართ დაიწყეს. ბრალდებულებმა, ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლის დახმარებით, ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, მოტყუებით დაირეგისტრირეს სამი მიწის ნაკვეთი. მათი საერთო ღირებულება 182 ათას 511 ლარია. მიმდინარეობს გამოძიება. სასჯელი თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით ითვალისწინებს.