03, დეკემბერი 2021 13:58:00
დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით, ბათუმში, უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს. ბრალდებულმა მოქალაქეებზე უკანონოდ გაასაღა დიდი ოდენობით - "ემ დე ემი" და "ჰეროინი". პოლიციამ დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ნივთმტკიცების სახით 3 შეკვრად დაფასოებული და სარეალიზაციოდ გამზადებული ნარკოტიკული საშუალება "მეტამფეტამინი" ამოიღო. მიმდინარეობს გამოძიება. დანაშაული 5-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.