03, დეკემბერი 2021 12:58:00
საზარელი ფაქტი ქობულეთის მუნიციპალიტეტში. TV25-ის ინფორმაციით, დაპირისპირება ერთი ადამიანის მკვლელობით დასრულდა. შემთხვევა კოსტავას ქუჩაზე მოხდა. ახალგაზრდა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს. ამ ეტაპზე უცნობია მომხდარის მოტივი. მომხდარის დამატებით დეტალებს ჩვენი რეპორტიორი არკვევს.