03, დეკემბერი 2021 12:30:00
გორის საკრებულოში სხდომის დაწყებამდე ოპოზიციის წევრებმა, ბათუმის საკრებულოს გარდაცვლილი დეპუტატის, ნუგზარ ფუტკარაძის, ხსოვნას პატივი მიაგეს. მათ გარდაცვლილი დეპუტატის ფოტოები გაშალეს.
ცნობისთვის, ნუგზარ ფუტკარაძე 18 ნოემბერს გარდაიცვალა. ოპოზიციის თქმით, იგი შანტაჟის მსხვერპლია და არსებობს შესაბამისი მტკიცებულებებიც, რომელიც სატელეფონო ჩანაწერის სახით, თავად ნუგზარ ფუტკარაძემ გააკეთა.