03, დეკემბერი 2021 11:01:00
ახალარჩეული საკრებულოების პირველი სხდომა დღეს გაიმართება. საკრებულოების პირველი სხდომები 12:00 საათზეა ჩანიშნული.
ცნობისთვის, პარტია "საქართველოსთვის" წევრები სხდომებს არ დაესწრებიან. ამის შესახებ გიორგი გახარიას პარტიაში გუშინ განაცხადეს. მათი თქმით, გახარიას გუნდმა ორჯერ შესთავაზა ,,ქართულ ოცნებასა" და ,,ნაციონალურ მოძრაობას", საკრებულოებში, ყველა კომისიაში, ბალანსი დაცული ყოფილიყო, თუმცა უარი მიიღეს.